სოციალურ ქსელი:

პარტნიორები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 20-წლიანი ისტორიის მქონე, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია.

SEU-მ დაარსების დღიდან დაიწყო განვითარებაზე ზრუნვა. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა, სადაც სასწავლო პროცესში ძლიერი თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების სინთეზისა და ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების გზით უზრუნველყოფდა კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას ეროვნული და საერთაშორისო ბაზრებისათვის, ასევე, პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე სოციალურად პასუხისმგებელი პროფესიონალის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ფენიქსი დაიბადა 2016 წელს და ამ დროის განმავლობაში ჰყავს 3500-ზე მეტი წევრი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ჩვენი სპორტსმენები ფენიქსის დიდი ოჯახის წევრები არიან და ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას დასაქმებაში, დონის ამაღლებაში და თვითგანვითარების შესაძლებლობებში იქნება ეს პიარი თუ განათლება.

ჩვენ ვართ ჯგუფური ვარჯიშებისა და წყლის სპორტის საერთაშორისო სპორტული ასოციაცია. ჩვენ ვართ ელჩები სპორტის სამყაროში და პირველი ასოციაცია, რომელიც იწყებს მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში კონკრეტულად სპორტსმენებისთვის.

ფიტნეს კლუბი Go fitness საქართველოს ფიტნეს ბაზარზე შემოვიდა 2019 წელს, კლუბი გამოირჩევა თავისი მიდგომით თითოეული მომხმარებლის მიმართ, რაც გამოიხატება ყურადრებიაში და მომხმარებელთან მუდმივ კომუნიკაციაში.

კლუბი აღჭურვილია თანამედროვე ძალისმიერი და ხარისხიანი აერობული ტრენაჟორებით, კლუბის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები მომხმარებელს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად შეასრულოს როგორც ძალისმიერი ასევე აერობული თუ ფუნქციონალური ვარჯიშები. კლუბში გახსნილია როგორც ზუმბას ასევე ფუნქციონალური ვარჯიშების ჯგუფები.

Reformerfitness-ი ოპერირებს 2019 წლის სექტემბრიდან და არსებული სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად წარმატებით ახორციელებს საქიმანობას ქალაქ ბათუმში.
კლუბი აღჭურვილია თანამედროვე მრავალფეროვანი სატრენაჟორო მოწყობილობებითა და ინვენტარით. პროფესიონალი სერტიფიცირებული მწვრთნელებითა და კეთილგანწყობილი პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი გახსნის დღიდან თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის მეგობრულ ატმოსფეროს, სუფთა გარემოს და მუდმივად ორიენტირებულია თვითგანვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
მომსახურების ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია.