სოციალურ ქსელი:

ინტენსიური კურსი

ინტენსიური კურსი

კატეგორია:

კურსზე 
კურსის 

ფიტნეს ინსტრუქტორის ინტენსიური კურსის მიზანია მოკლე მაგრამ ინტენსიური კურსის ჩატარება საქართველოს ნებისმიერ წერტილში, რათა ყველა მსურველმა და ცოდნის მაძიებელმა შეძლოს კვალიფიციური და პრაკტიკაში გამოცდილი პრაქტიკული თუ თეოროიული ცოდნის მიღება.

კურსი მოიცავს რამოდენიმე დღიან როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ინტენსიურ სწავლებას. კურსის გავლისას მსმენელები დაეუფლებიან სხვადასხვა დისციპლინებს, რომლების ცოდნაც აუცილებელია თითოეული ფიტნეს ინსტრუქტორისთვის და ყველა იმ მოყვარულისთვის რომელმაც მიზნად დაისახა საკუთარი სხეულის ტრანსფორმაცია.

შეისწავლით ფიზიკური ვარჯიშების შესრულებისას დაშვებული შეცდომების აღმოჩენისა და მათი აღმოფხვრის უნარებს, კვების პრინციპებს, სწორ დიზაინს, კვებისა თუ ძალისმიერი ვარჯიშების პროგრამირებას და სპეციფიკის პრინციპებს.

კურსი მოიცავს:

  • თეორიული ნაწილი (ნუტრიციოლოგია, კვების პროგრემის შედგენა);
  • სავარჯიშო პროგრამების შედგენა;
  • სპორტული რებილიტაციის საფუძვლები (გამოვლენა, ანალიზი, სარებილიტაციო ვარჯიშები)
  • პრაქტიკულ ნაწილი (ძალისმიერი თუ აერობული ვარჯიშების შესრულების ტექნიკის დახვეწა);
  • სავარჯიშო “ვორქშოპი (სხვადასხვა სიტუაციური დავალებები ნუტრიციასა და ვარჯიშებში)”.

საკვალიფიკაციო ტესტირების გავლის შემდეგ გაიცემა ფიტნეს ინსტრუქტორის სერთიფიკატი.