სოციალურ ქსელი:

პრაქტიკული კურსი

პრაქტიკული კურსი

კატეგორია:

500.00

კურსზე 
კურსის 

კურსის მიზანია როგორც მოვარჯიშეებს ასევე ინსტრუქტორებს შეასწავლოს თანამედროვე ტენდენციური სავარჯიშო პროგრამები, ისეთი როგორებიცაა ფუნქციონალური ვარჯიშები, HIIT და TRX პროგრამები.

ასევე ყველა იმ ძალისმიერი ვარჯიშების სწორედ შესრულება, რომლებიც სრულდება სხვადასხვა სიმძიმეების (შტანგა, ჰანტელი) და ტრენაჟორების გამოყენებით. ვარჯიშების შესრულებისას დაშვებული სახიფათო შეცდომები აღმოფხვრა, ასევე თითოეული ძალისმიერი ვარჯიშის ზედმიწევნით სწორედ შესრულება, რომელიც კიდევ ერთხელ კონკრეტულად იმუშავებს მიზნობრივ კურსზე (მაგ: საჯდომი, მკერდი, ბიცებსი და აშ) და არ შექმნის საფრთხეს ჯანმრტელობისთვის.

თეორიული ნაწილი:

  • სავარჯიშო ტექნიკების ვარიაციები.

აერობული ნაწილი:

  • სხეულის ტონუსის მომატება;
  • სხეულის ბიომექნიკის გაუმჯობესება;
  • ჯგუფური ვარჯიშები (აერობიკა);
  • TRX-ის საფუძვლები და შესრულების ტექნიკა.

ძალისმიერი ნაწილი:

  • მკერდი;
  • ზურგი (ტრაპეცია, უგანიერესი, წელი);
  • დელტები;
  • ბიცებსი, ბრახიალისი;
  • ტრიცებსი;
  • კვადრიცებსი;
  • ბარძაყის ბიცებსი;
  • კანჭის კუნთები (ტყუპები, კამბალისებრი);
  • აბდომინალის კუნთები.

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი

კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა

ღირებულება 500 ლარი;

იმ სმენელებისათვის ვინებმაც მანამდე გაიარეს სხვა რომელიმე კურსი (პერსონალური, დისტანციური, ინტენსიური)  400 ლარი;

შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის მოქნილი გრაფიკით.

 

კურსს უძღვებიან:

არსენა ხატიაშვილი – ფიტნეს სკოლის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი, საერთაშორისო მსაჯი და პროფესიონალი ინსტრუქტორი;

ია უძილაური – ფიტნეს სკოლის დირექტორი, რეგიონალური მსაჯი და პროფესიონალი ინსტრუქტორი;

დავით ჭირაქაძე:
TRX ის საერთაშორისო სერთიფიცირებული მწვრთნელი
პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორი;
პერსონალური ინსტრუქტორი მრავალწლიანი გამოცდილებით;
ფუნქციონალური ფიტნესის საერთაშორისო სერთიფიცირებული მწვრთნელი.

ლაშა ილურიძე:
IFBB-ს რეგიონალური მსაჯი;
პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორი;
პერსონალური ინსტრუქტორი მრავალწლიანი გამოცდილებით;
საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი;
ბოდიბილდინგისა და ფიტნესის სპორტის ოსტატი;
როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.